ჰოლდინგი ორიენტირებულია გრძელვადიანი პარტნიორული ურითერთობების დამყარებაზე, აფასებს კოლაბორაციის მაღალ ხარისხს, გუნდურ მუშაობას და განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას.
"თს ჰოლდინგი" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განვითარებაზე ორიენტირებული, ამბიციური პროფესიონალებისთვის, სადაც თითოეული თანამშრომლის კონტრიბუცია დაფასებულია და შექმნილია ხელსაყრელი გარემო მნიშვნელოვანი იდეების ხორცშესასხმელად.
შესაძლებლობების ძიება, დაუღალავი შრომა და მომხმარებელზე ორიენტირებულა კულტურა ღრმად არის გამჯდარი ორგანიზაციის დნმ-ში. ძლიერი სამუშაო ეთიკა და პროდუქტიულობაზე ორიენტირებული კორპორატიული კულტურა ორგანიზაციის ყველა რგოლს კრავს.
ინდუსტრიები
“თს ჰოლდინგის” პორტფელი მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებულია რაც უზრუნველყოფს ინვესტორთა მაღალ დაცულობას და გრძელვადიანი წარმატების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.